პუტინის ულტიმატუმი უკრაინას – ექვსი პირობა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ექვსი ძირითადი პირობა წაუყენა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

პუტინის ულტიმატუმი ასე გამოიყურება:

1. უარი ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რუსეთი მზად არის გახდეს ერთ-ერთი გარანტი ამ ყველაფრის.

2. რუსული ენის  მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება და ყველა კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მას.

3. უკრაინის მიერ ყირიმის რუსეთის საკუთრებაში აღიარება.

4. უკრაინის მიერ DPR-ისა და LPR-ის დამოუკიდებლობის აღიარება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, უკრაინის მიერ ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორიები).

5. დენაციფიკაცია. ულტრანაციონალისტური, ნაცისტური და ნეონაცისტური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა, ნაცისტების და ნეონაცისტების განდიდების შესახებ არსებული კანონების გაუქმება.

6. „უკრაინის დემილიტარიზაცია“. შეტევითი იარაღის სრული უარყოფა, რომლის ქვეშაც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის იარაღის აწევა შეიძლება.

ეს არის ის ექვსი ძირითადი პუნქტი, რომლის შესრულებასაც პუტინი უკრაინისგან მოითხოვს.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share