ოზურგეთის და ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკებში კოვიდინფიცირებულების მკურნალობა დაიწყეს

ოზურგეთის და ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკებში კოვიდინფიცირებულების მკურნალობა დაიწყეს

რეგიონში კორონავირუსის რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, ჩოხატაურის და ოზურგეთის “მედალფას” კლინიკებმა, კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება და მკურნალობა დაიწყეს.

ინფიცირებული პაციენტებისთვის ცალკე იზოლირებული შესასვლელებია, გამოყოფილია ცალკე ბლოკი სადაც მათ კვალიფიციური მედიკოსები ემსახურებიან.

ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” 14, ხოლო ჩოხატაურის კლინიკაში, 18 კოვიდ საწოლია განთავსებული.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share