თამარ ჟვანიამ 2019 წელს ცესკოში ხელფასის სახით 113 697 ლარი აიღო და 2 ბინა იყიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას დეკლარაციის მიხედვით, მან 2019 წელს ცესკოში ხელფასის სახით 113 697,9 ლარი აიღო. რაც შეეხება სხვა შემოსავალს, ჟვანიამ “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” ლექტორბით 2019 წელს – 1 617 ლარი გამოიმუშავა.

დეკლარაციით, ასევე, ირკვევა, რომ ჟვანიამ 2019 წელს თბილისში ორი ბინა იყიდა, ერთი –  პეტრე ქავთარაძის ქუჩა #58-ში, 61,1 კვ ფართის – 4 4000 დოლარად, ხოლო მეორე – ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კვარტალი II კორპუსი 11ბ. 148,99 კვ.მ დართობის – 117 000 დოლარადა.

თამარ ჟვანიამ ბინის გასხვიდებით 2019 წელს 85 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share