დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს რუსეთის დუმის 386 წევრს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის “დამოუკიდებლობის” აღიარებას.
ახალი სანქციები აუკრძალავს ჩამოთვლილ პირებს ბრიტანეთში მოგზაურობას, გაერთიანებულ სამეფოში არსებულ აქტივებზე წვდომას და იქ ბიზნესის კეთებას.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ზომები გამიზნულია “პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრის თანამონაწილეებისა და მათთვის, ვინც მხარს უჭერს ამ ბარბაროსულ ომს”.
ამ გადაწყვეტილებით ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა.