შეერთებული შტატები რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმა აუცილებელია და ამას აშშ აუცილებლად გააკეთებს – “ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ზეწოლა და ამიტომ ვითხოვთ, რომ აშშ-ის მიერ შემოღებულ სანქციებს მხარი ყველა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭიროს”.
დამატებითი სანქციები, რომლებსაც აშშ რუსეთს უწესებს:
- აშშ-ში აიკრძალება რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი;
- აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს ჩამოართმევს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს;
- ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც მოექცევიან ვაშინგტონის სანქციებში, რაც მათი ფინანსური რესურსების გაყინვას გულისხმობს.