„არჩევნების გაყალბების გამომგონებლები ჩვენ გვედავებიან არჩევნების გაყალბებას, ამას ჩვენ ბუნებრივია ასე ვერ მოვითმენთ“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, ქვეყანაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკა სწორედ 2012 წლის შემდეგ აღიკვეთა.
„გახსოვთ როგორი პრაქტიკა იყო. 90-იან წლებშიც კი, შევარდნაძის პერიოდში, არჩევნებს აყალბებდა დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. დღეს ისინი არიან წარმოდგენილი ან „ნაციონალურ მოძრაობაში“ , ან „ევროპულ საქართველოში“. ამის შემდეგ ისინი 9 წლის მანძილზე აყალბებდნენ არჩევნებს 2012 წლის ჩათვლით. საქართველოში არჩევნების გაყალბების პრაქტიკა აღიკვეთა 2012 წლიდან და ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი დამსახურება. დღეს სტაჟიანი გამყალბებლები და არჩევნების გაყალბების გამომგონებლები ჩვენ გვედავებიან არჩევნების გაყალბებას, ამას ჩვენ ბუნებრივია ასე ვერ მოვითმენთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.