ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვიქტორ გულევიჩის განცხადებით, ქვეყანა არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ საზღვარზე ხუთ ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს (BTG) აგზავნის როტაციით, რათა იქ უკვე განლაგებული ძალები შეცვალოს.
გულევიჩმა უკრაინაში შეჭრის გეგმები უარყო.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯარების გადაყვანა არანაირად არ არის დაკავშირებული რაიმე მომზადებასთან და განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციაში ჩართულობასთან“, -განაცხადა გულევიჩმა.