ფართის მესაკუთრე, სადაც ოზურგეთის ალტ-ინფოს ორგანიზაცია დაფუძნდა, “სოკარის” თანამშრომელია.
როგორც “გურიის მოამბეს” აცნობებენ, სოკარის თანამშრომელი “ქართულ ოცნებასთან” და მის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია.
აღნიშნულ ფართში წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის შტაბი იყო. ხოლო ბოლოს ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების ოფისი.
”ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ოფისი თვენხევრის წინ დატოვა. დღეს კი იქ ალტ-ინფოს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ალტ-ინფოს ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებიც იქნებიან.
ამ ინფორმაციის გადამოწმებას ”გურიის მოამბე” კომპანია ”სოკარში” ცდილობს.