ნიკა გვარამიას ემუქრებიან

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ მას დაჭერითა და ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან:

“დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რ2ისთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე, მათ შორის, უფროსის ამერიკაში. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული. მოკლედ, აწი გინდ ელაპარაკეთ ამ ტერორისტებს და ტყვეებით მოვაჭრეებს, გინდ არა. უბრალოდ, არავინ გაბედოთ ჩემი ბედით მოლაპარაკება/ვაჭრობა! შეშინებული ნიკა გვარამია არ არსებობს. და თუ აქამდე იყო უბრალოდ ნიკა გვარამია, ახლა მიიღებთ ნიკა გვარამიას კვადრატში!”-წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 61
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 58
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 47
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 47
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ