როცა მთელი მსოფლიო უკრაინაზე საუბრობს და რუსულ აგრესიას გმობს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქი ივანიშვილი არ გამოჩენილა. მას უკრაინაში მიმდინარე მძიმე ვითარებაზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
რაც შეეხება ივანიშვილის გუნდს – ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინაში “ჩასვლა – ჩასვლისთვის” არაფრის მომცემია.
საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის ალში გახვეულ მეგობარ ქვეყანაში მოხალისეები არ გაუშვა. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არც უკრაინაში შეჭრის გამო აგრესორ რუსეთს სანქციებიც კი არ დაუწესა.
„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“ – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს ელჩი უკრაინაში გაიწვია.
ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ, რუსი ოლიგარქების შემდეგ, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს და მისი გუნდის მაღალჩინოსნებს მძიმე ფინანსური სასჯელი დაუწესონ.
საქართველოს მოქალაქეები, ასევე ემიგრანტები “ქართული ოცნების” პოლიტიკით შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური კავშირები, არამედ მისი სიმდიდრეც სწორედ ოკუპანტ ქვეყანასთანაა დაკავშირებული.
tv pirveli