”ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ ფართი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცეს პუტინის პარტიას, – ალტ ინფოს, არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრება.
რას წვალობდით პირდაპირ მერიის შენობაში მიგეცათ ფართი” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბადრი კილაძე ოზურგეთში დღეს ალტ ინფოს ოფისის გახსნას იმ ფართში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაშია.