უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდს.
შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – 12 000-ზე მეტი;
- ტანკი – 374;
- ჯავშანტექნიკა – 1 226;
- საარტილერიო სისტემა – 140;
- სარაკეტო სისტემა – 62;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 34;
- თვითმფრინავები – 74;
- ვერტმფრენი – 86;
- საავტომობილო ტექნიკა – 600;
- გემი/ნავი/კატარღა – 3;
- საწვავის რეზერვუარი – 60;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 7.