ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ალექსანდრ სტარუხი დნეპრორუდნის მერის, ევგენი მატვეევის გატაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ამის შესახებ ოლექსანდრ სტარუხი სოციალურ ქსელში აცხადებს.
„ომის დანაშაულებები სისტემურ ხასიათს იღებს. გატაცებულია მერი, ევგენი მატვეევი“, – ნათქვამია განცხადებაში.
UNIAN-ის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია მერის ადგილოსამყოფელი.