გუშინ, ოზურგეთში, პრორუსული ორგანიზაციის, ალტ-ინფოს ოფისი რამდენიმე წუთით გაიხსნა და გახსნისთანავე საგულდაგულოდ დაიკეტა. რამდენიმეწუთიან პრეზენტაციას მაშინვე მოჰყვა ადგილობრივების რეაქცია და უკვე დაკეტილ ოფისთან ოზურგეთლების აქცია გაიმართა.
აქციას სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო ორგნიზაცია “ეკოს” თავმჯდომარე და ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე ხელმძღვანელობდა.
მან შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე სიტყვით მიმართა, რამაც მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
აქციიდან გავრცელებულ ვიდეოს არაერთი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა სოციალურ ქსელში და ირმა გორდელაძე “გურულ დარიკოსაც” შეადარეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკა გვარამიასა და პეტრე კოლხის პოსტები ირმა გორდელაძის შესახებ.
გთავაზობთ სოციალური ქსელის რეაქციებს: