უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში 2187 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის საკრებულომ დაადასტურა.
ქალაქი ამ დრომდე რუსული ძალების მიერ ალყაშია გარშემორტყმული და საკვებისა და წყალის მარაგი ეწურება.
„ხალხი 12 დღეა მძიმე მდგომარეობაშია. ქალაქში არ არის დენი, წყალი და გათბობა. მობილური კომუნიკაცია თითქმის არ არის. საკვებისა და წყლის ბოლო მარაგი იწურება“, – აღნიშნულია მარიუპოლის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 22 დაბომბვა მოხდა ქალაქში. მარიუპოლში უკვე 100-ზე მეტი ბომბია ჩამოგდებული.
ცნობისთვის, მარიუპოლში ამჟამად 400,000 ადამიანია ჩარჩენილი.