რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ, ქალაქ ირპენში
ჟურნალისტებს აღარ შეუშვებენ. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა ოლექსანდრ მარკუშინმა გააკეთა.
“დღეიდან, ჩვენ ვკრძალავთ ჟურნალისტების შესვლას ირპენში. ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ, როგორც მათი, ისე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე”,-თქვა მან.
მან ასევე ჟურნალისტებსა და უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ გაავრცელონ ინფორმაცია სამხედრო პერსონალის, მათი აღჭურვილობის ან სხვა მსგავს მასალაზე, რაც შესაძლოა მათ ადგილმდებარეობაზე მიუთითებდეს.