”რუსეთმა მიწასთან გაასწორა ჩვენი ეკლესიის მიღწევები მას შემდეგ, რაც ავტოკეფალია გააუქმა და მეთაურად რუსი ეგზარქოსი დასვა”

”შეიძლება არ გახსოვდეთ, რუსეთმა ბოლომდე გაანადგურა და მიწასთან გაასწორა ჩვენი ეკლესიის მიღწევები მას შემდეგ, რაც ავტოკეფალია გააუქმა და მეთაურად რუსი ეგზარქოსი დასვა…
შეიძლება არ იცოდეთ, რუსეთმა გარდა საეკლესიო სიმდიდრისა (ძვირფასი ხატები, ჯვრები, სხვა სიმბოლოები), წმინდანთა ნეშტი გაიტანა ჩვენი ქვეყნიდან…
შეიძლება არ წაგიკითხავთ, რუსეთმა ქართველი სასულიერო პირები ჩაანაცვლა რუსეთის ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლებით, რომლებიც უზნეო ცხოვრებით გამოირჩეოდნენ და ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ხალხი დაბრბოლებულიყო და ეკლესიაზე საერთოდ უარი ეთქვა…
შეიძლება დაგავიწყდათ, რუსეთმა ქართული ღვთისმსახურება აკრძალა და მოსახლეობისთვის გაუგებარ ენაზე ატარებდა წირვა-ლოცვებს. ისიც შეცდომით…
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ რუსეთმა იმ დროს ყველანაირი სიბინძურე და კეთრი შეყარა ჩვენ ეკლესიას, რასაც დღემდე ვიმკით…
შეიძლება არ გსურთ კიდევ ერთხელ შეეხოთ, რუსეთმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული ფრესკები და წარწერები კირით შეღება… სასულიერო პირები აწამა და ჩვენი სულიერი ძეგლები გაავერანა…
ტრადიციას არ ღალატობს რუსეთი და დღეს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, ბომბავს ეკლესია-მონასტრებს, წამებით კლავს სასულიერო პირებს, ფეხით თელავს ხატებს და ჯვრებს…
ამას აკეთებდა ჯალალ ედ-დინი, ჩინგიზ ყაენი, თემურ ლენგი, შაჰ-აბასი…
ამიტომ, ამ ყველაფრის მერე, ვინც რუსეთს მართლმადიდებელ სახელწმიფოს უწოდებს, მან ისიც უნდა აღიაროს, რომ ხვარაზმელების, მონღოლების და ყიზილბაშების მეთაურებიც მორწმუნეები იყვნენ…
თუ იტყვიან, რომ არა, მაშინ რუსეთიც ამ დამპყრობლების სიაში ჩაწერონ და აღარასდროს ახსენონ უკვე სასტიკად მიუღებელი სიტყვა-,,ერთმორწმუნე”!..” – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share