პუტინს მძიმე დაავადება აქვს, რომელიც ტვინის აშლილობას იწვევს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს.
მისივე ცნობით, რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის არაადეკვატური საქციელი აიხსნება იმით, რომ ის სავარაუდოდ მძიმედ არის დაავადებული.
დასავლური დაზვერვის თანახმად, მას აწუხებს ტვინის აშლილობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, პარკინსონის დაავადებ, ან კიბო.
ამის შესახებ Daily Mail კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე, ასევე სადაზვერვო ალიანსის Five Eyes-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს…ამ პირებში მოიაზრება: ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.
გაზეთის ცნობით, პუტინის გიჟური გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ შეიძლება აიხსნას დიქტატორის ფიზიოლოგიური ანომალიებით.
გამოცემა წერს, რომ პუტინი კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული სტეროიდების ზემოქმედებით იტანჯება.
დასავლური დაზვერვა თვლის, რომ მისი არაპროგნოზირებადი ქცევა, გარეგნობა და აბსურდული სოციალური დისტანცია მნახველებისგან სწორედ მკურნალობის შედეგია. პუტინს შეიძლება ჰქონდეს კიბო, პარკინსონის დაავადება ან დემენცია.
ამ დაავადებების სიმპტომები ასევე შეიძლება გამოვლინდეს რუსეთის ფედერაციის ლიდერის გარეგნობაში: შეშუპებული სახე და კისერი შეიძლება იყოს სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების გვერდითი ეფექტი.
“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესამჩნევი ცვლილება მოხდა მის გადაწყვეტილების მიღებაში. მისი გარემოცვა ხედავს მნიშვნელოვან ცვლილებებს მისი ნათქვამის დამაჯერებლობასა და იმაში თუ როგორ აღიქვამს ის მის გარშემო არსებულ სამყაროს”, – ამის შესახებ გაზეთს უსაფრთხოების სამსახურის წყაროებმა განუცხადეს.