გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინას 500-ზე მეტ გენერატორს მიაწვდიან.
მისი თქმით, გენერატორები ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შეწყვეტისგან გამოწვეული პრობლემების შემსუბუქებას უკრაინაში და“ ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების მუშაობას, იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა თავისი ქვეყნის დაცვა გააგრძელოს”.
ბორის ჯონსონმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოს გენერატორების მიწოდების თხოვნით მიმართა.