ოკუპირებული დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში ოკუპანტებმა სამხედრო კაპელანი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იღუმენი, პლატონ მორგუნოვი მოკლეს.
რა ვითარებაში დაიღუპა ის უცნობია.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა მიზანმიმართულად დაბომბეს რამდენიმე ტაძარი, მათ შორის ჟიტომირში გაანადგურეს ღვთისმშობლის შობის ტაძარი, ასევე ეკლესია ხარკოვში, სადაც ხალხი აფარებდა თავს. ავიაიერიში მიიტანეს სვიატოგორსკის ლავრაზე, სადაც იმ მომენტში 520 ლტოვლილი, მათ შორის 200-მდე ბავშვი იმყოფებოდა.