უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თანახმად, რუსულ მხარესთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი ხვალამდე ტექნიკური შესვენებით დასრულდა. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტვიტერის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.
„მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა გამოცხადდა, სამუშაო ქვეჯგუფებში დამატებითი მუშაობისა და ცალკეული განმარტებების დაზუსტებისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება“, – დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.