ომის მე-19 დღეს, კვლავ შეუსრულებელი მისია და კრემლის კიდევ უფრო სასტიკი ანგარიშსწორება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
გმირი ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსული არმიის ალყაშია მოქცეული არ ნებდება, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აქ ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში უწევს მტერთან გამკლავება, კრემლმა სტრატეგიული ტერიტორიის ოკუპაცია ვერ შეძლო და პუტინის გეგმა, დაპყრობილი რეგიონის გაერთიანების შესახებ ღიად რჩება.
მარიუპოლი არ არის ერთად ერთი ქალაქი, სადაც გუშინდელი ღამე გამორჩეულად მძიმე იყო. მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის მოლოდინში, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს, ხარკოვზე, ჟიტომირსა, ახტირკაზე.
კიევის ერთ-ერთ რაიონში გამთენიისას ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. მსხვერპლია ასევე მშვიდობიან მოსახლეობას შორის. დაბომბვას დონეცკში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, კი მორიგი შეხვედრისას კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა შემდეგი მოლაპარაკების თარიღი, რაც შეეხება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას, ეს საკითხი კვლავ გაურკვეველია.
მთავარი არხი