“ხომ ვერ მეტყვით, სად არის ახლა Русский корабль?” – ნიკოლაევის მერის პასუხი ოკუპანტებს ქალაქის დათმობაზე

უცხოურ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება ნიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის პასუხი ოკუპანტებს, რომლებმაც ქალაქის დათმობა შესთავაზეს:

ოკუპანტები:

“ალექსანდრ ფიოდოროვიჩ, ნუ შექმნით ჰუმანიტარულ კატასტროფას. დაფიქრდით თქვენს მოქალაქეებსა და ოჯახებზე. ნუ მისცემთ ნაციონალისტებს უფლებას, რომ ცოცხალ ფარად გამოგიყენონ. ყურადღება მიაქციეთ ხერსონში მიმდინარე მოვლენებს. თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი”.

ნიკოლაევის მერი:

“ხომ ვერ მეტყვით, სად არის ახლა Русский корабль? თუ გინდათ, რომ ტექნიკით ჩაბარდეთ და ფული გამოიმუშაოთ, მომწერეთ, ყველაფრის ორგანიზებას გავაკეთებ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share