”სააკაშვილი კარგად ვნახეთ გორში, როდესაც ის მასშტაბები არ იყო, რაც ახლა უკრაინაში ხდება – მცირე მასშტაბი იყო რაც მოხდა და როგორ ფოფხავდა, ისევ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. ამიტომ სადაც არის იქ დაცულია და თავისი პასუხისმგებლობა იქ უნდა აგოს. უკრაინაში არიან ბიჭები, რომლებიც იბრძვიან და გააკეთებენ თავის საქმეს.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ლუკა კურტანიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.