“ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას…” – ასე მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ილონ მასკს. მისი ეს მიმართვა კარიდოვის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.
ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას. ძალიან განსხვავებული წონის კატეგორიებია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ წითელ კუთხეში თქვენ, ბიზნესმენი და ტვიტერის ბლოგერი, ლურჯ კუთხეში კი პუტინი – მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთისა და აშშ-სთვის ჭექა-ქუხილის მსგავსი.
ვლადიმირ ვლადიმროვიჩისგან სუსტი მეტოქის დამარცხება არასპორტულად საქციელად ჩაითვლება. უნდა ივარჯიშო, რათა ნაზი ილონიდან ბრუტალურ ილონად გადაიქცე. გთავაზობთ, რომ მომზადება ჩვენთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაიარო, – წერს კადიროვი.