„მე მრცხვენია ჩვენი ხელისუფლების გამო, ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს. მე არ მინდა ომი, ისევე, როგორც ბევრს ჩემს ქვეყანაში.
მინდა მივმართო ქალებსა და მამაკაცებს მთელ მსოფლიოში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ.
ახლა მე მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების, ისევე როგორც მეშინია უკრაინის გამო. ჩემი ოჯახისთვის ომი უცხო არაა, ბაბუა 16 წლის წავიდა ომში, ბებიამ ბევრი რამ გადაიტანა.
ნუთუ ამის დავიწყების დრო არ მოვიდა? ყველა დედამ უნდა გაიაზროს, რა შეიძლება მოხდეს ხვალ.
შესაძლოა ჩემი ფილოსოფიური საუბარი ახლა არავის უნდა, მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია.
ჩვენ კი არ უნდა ვიომოთ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავისვენოთ ერთად, შევქმნათ რაღაც ახალი, ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ ისეთ სამყაროში, სადაც ომი არ იქნება“ – სერიალ „ბრიგადა“-ს მსახიობი, დმიტრი დიუჟევი.