გურიაში დღეს კორონავირუსის 16 შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში 571 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში 212, იმერეთში კი 147.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  •  ქვემო ქართლი-168;
  • შიდა ქართლი-48;
  • გურია-16;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი-74;
  • კახეთი-41;
  • მცხეთა-მთიანეთი-41;
  • სამცხე-ჯავახეთი-18;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

დღეს, 14 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 3 498 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 161 681, გარდაცვლილია – 1 839

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share