ხარკოვში, პოპულარული, ჰემინგუეის პაბი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
“შენ არასოდეს დალევ მარტო” იყო სიტყვები, რომელიც ბარის ზემოთ ეკიდა, საკულტო პაბის, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში, მაგრამ პაბი, რომელსაც ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის სახელი დაარქვეს და პოპულარულია ქალაქის ახალგაზრდებში, ახლა ნანგრევებშია”, – წერს მედია.
მათივე ინფორმაციით, ის მთლიანად განადგურდა რუსეთის მიერ, ქალაქის დაბომბვის დროს.
ხარკოვის პროკურატურა აცხადებს, რომ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ბარის მეპატრონემ, კოსტიანტინ კუტსმა BBC-ს განუცხადა, დაბომბვის დროს, ბარის თანამშრომლები შენობაში არ იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები, ზემოთ მდებარე ბინებში იმყოფებოდნენ.