Reuters-ის ცნობით, ესპანეთმა, ბარსელონაში დროებით დააკავა რუსი ოლიგარქის 140 მილიონ დოლარიანი იახტა. დაკავების მიზეზი 2 წყაროს ცნობაა, რომ გემი ეკუთვნოდა რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატ Rostec-ის ხელმძღვანელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს.
წყაროები ამბობენ, რომ 85-მეტრიანი სუპერიახტა Valerie ეკუთვნის სერგეი ჩემეზოვს, კგბ-ს ყოფილ ოფიცერს. ჩემეზოვს სანქციები აშშ-მ 2014 წელს დაუწესა, დიდმა ბრიტანეთმა 2020 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. ის ამ თვეშიც დასახელდა სანქცირებულთა სიაში აშშ-სა და ავსტრალიის მიერ.
მონიტორინგის საიტმა Marine Traffic-მა განაცხადა, რომ იახტები, რომლებიც დაკავშირებულია ორ სხვა ოლიგარქთან, ბარსელონში არიან, თუმცა ჯერ არ არიან სანქცირებულები.
იახტა პატიმრობაში დარჩება, სანამ ესპანეთის ხელისუფლება დაადასტურებს მის საკუთრებას და არის თუ არა ის სანქციების სამიზნეების სიაში, თქვა მთავრობის წყარომ.