პარტნიორები ჯერ კიდევ მოკრძალებულად დგანან განზე და ეშინიათ გახდნენ გლობალური ლიდერები – პოდოლიაკი

პარტნიორები ჯერ კიდევ მოკრძალებულად დგანან განზე და ეშინიათ გახდნენ გლობალური ლიდერები – მიმართვას ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს:

“ქვეყნის გმირობის მე-20 დღე. ნამდვილი თავისუფლება ყოველთვის ძვირია. დანარჩენი უცვლელია. რუსეთი აგრძელებს ბრძოლას მხოლოდ მშვიდობიან ქალაქებთან, ღამით ანადგურებს მათ რაკეტებით. ჩვენი სამხედროები ყველა მიმართულებით თავდაჯერებულად პასუხობენ რუსებს. პარტნიორები ჯერ კიდევ მოკრძალებულად დგანან განზე და ეშინიათ გახდნენ გლობალური ლიდერები.” ამბობს პოდოლიაკი.

გასული რამდენიმე საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა კიევში, საცხოვრებელი კორპუსები და მეტროსადგური დაბომბეს.  ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი. მიმდინარეოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
დღეს პუტინის ომის მე-20 დღეა. რუსული საოკუპაციო არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share