რუსეთის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობა-ვაჭრობის სამინისტროები გამოდიან ინიციატივით, რომ 15 მარტიდან 30 ივნისამდე ხორბლის, მესლინის, ქერისა, ჭვავისა და სიმინდის ექსპორტი შეზღუდონ.
ამ ბრძანების პროექტის მომზადების შესახებ „ინტერფაქსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
გამოცემის ცნობით, რუსეთმა 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 10 მარტამდე 28.1 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ (ევრაზიული კავშირის გარდა) პერიოდთან შედარებით 30.3%-ით შემცირდა. კერძოდ, ხორბლის ექსპორტი 30.9%-ით – 23 მლნ ტონამდე, ქერის 34.7%-ით 2.9 მლნ ტონამდე, სიმინდის კი 21.7%-ით 1.8 მლნ ტონამდე შემცირდა.
ცნობისთვის, გარდა აღნიშნული შეზღუდვისა, გუშინ რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეული კულტურების ექსპორტს კრძალავს.