რუსეთში კონცერტებზე აღარ მოიწვევენ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან. აკრძალვა ეხება ზოგიერთ უკრაინელ ვარსკვლავსაც, რომლებმაც დაგმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო. ინფორმაციას რუსული გამოცემა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა რუსმა ვარსკვლავმა აიღო ვალდებულება, რომ ისინი სცენაზე რაიმე უკრაინული სიმბოლოებით არ გამოვლენ და ამასთან არ ისაუბრებენ რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში.
უკრაინელი ვარსკვლავები, რომლებსაც აეკრძალათ კონცერტი რუსეთის ფედერაციაში არიან: ივან დორნი, მაქს ბარსკიხი, ნადია დოროფეევა, ნასტია კამენსკი, სვეტლანა ლობოდა, ვერა ბრეჟნევა, მონატიკი, ალექსეევი, ოკეან ელზი, ოდინი კანოეში, ჯგუფი „ნერვი“. რუსი ვარსკვლავები, რომლებსაც აეკრძალათ კონცერტი რუსეთის ფედერაციაშია არიან: მაქსიმ გალკინი, ვალერი მელაძე, ბორის გრებენშჩიკოვი და რამდენიმე რეპერი.