”გვესმის, რომ არ ვართ NATO-ს წევრები, ვეყრდნობით საკუთარ თავს და პარტნიორებს”

უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დასავლეთევროპული ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ იარაღი, ცის დახურვა და რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება სთხოვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი თქვენთანაც მოვა“. – უთხრა მათ ზელენსკიმ.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გაანადგურა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ეყრდნობოდა როგორც ჩვენი რეგიონის, ისე საერთაშორისო უსაფრთხოება“. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე, რომელსაც დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლიეტუვის, ლატვიის, ნიდერლამდენის, შვედეთის და ნორვეგიის ლიდერები ესწრებოდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის თავზე ცის დახურვის მოთხოვნა.

რუსული BBC წერს, რომ მან საყვედურიც გამოთქვა NATO-ს ზოგიერთი წევრის მიმართ, რომელიც “დაჰიპნოზებულია რუსული აგრესიით” და შიშობს, რომ უკრაინის თავზე ცის დახურვა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს.

ამასთან ერთად, უკრაინული გამოცემა UNIAN-ის თარგმანით, ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ესმის, რომ მას არ ელოდებიან NATO-ში და ეყრდნობა თავის ძალებს, თუმცა, ითხოვს დახმარებას თავის დასაცავად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა საფრთხე ალიანსის წევრ ქვეყნებსაც ემუქრებათ.

გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ ალიანსში ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მიხარია, რომ ჩვენი ხალხი ამას იგებს, ეყრდნობა საკუთარ თავს და პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან”. – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინა არ აცხადებს პრეტენზიას NATO-ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებაზე.

“უკრაინას არ აქვს პრეტენზია NATO-ს მე-5 მუხლის ამოქმედებაზე. სულ ვამბობთ, რომ ჩვენი ცა უნდა იყოს ალიანსის ცასავით დაცული, თუმცა გვესმის, რომ ყოველთვის არსებობს “მაგრამ” და გვესმის, როგორი იქნება ალიანსის პასუხი, თუ მათთან,ღმერთმა ნუ ქნას და რუსული თვითმფრინავები მიფრინდება. რუსეთი თავს დაესხა ლვოვის ოლქს, სარაკეტო თავდასხმა NATO-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში მოხდა. ალიანსის ტერიტორიაზე უკვე ჩამოვარდა რუსული უპილოტოები“. – თქვა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share