ამ სარჩელით კრემლს უმტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან – ხუხაშვილი ოცნებაზე

“ზურაბიშვილთან დაკავშირებით ქო-ს მოქმედების მოტივების ყველა ვარიანტზე ვიფიქრე.

ერთადერთი ვარიანტი მაქვს, თუ დავუშვებთ, რომ მათი გადაწყვეტილება ექვემდებარება რაციონალურ ლოგიკას და ის ასე გამოიყურება:

არსებობს შეთანხმება რუსეთთან მკვეთრად განსაზღვრული “წითელი ხაზები”-თ შესაბამისი კონტროლის, მათ შორის პრეზიდენტის, ვალდებულებით.

ახლა ამ სარჩელით კრემლს უმტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ორმაგს არ თამაშობენ.

მთელი მათი ბოლო პერიოდის “ომი გინდათ?!” პოლიტიკაც ამ ლოგიკაში ჯდება” –

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე. დღეს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share