”დღეს ერთმა ჩვენმა ძველმა აქტივისტმა მომაკითხა.50 წელს გადაშორებული კაცია.კაი ხნის უნახავი მყავდა,არ ჩანდა ამ ბოლო დროს. ძალიან დადარდიანებული და ჩაფიქრებული მეჩვენა…. ვკითხე,რა ხდება მშვიდობა ხომ გაქვსთქო? დიდი პაუზის მერე მითხრა,რომ მისი ორი შვილი 29 წლის და 25-ს ორივე ახლა უკრაინის სამხედრო ძალებში ყველაზე რთულ ადგილებში ბრძოლობენო.
უფროს ბიჭს უკრაინელი(კიეველი)ცოლი ჰყოლია და მისი მეუღლე სამხედრო ყოფილა,რძალიც კი ომში ყოფილა ჩართული,მაგრამ თავად განსაკუთრებით უმცროსზე დარდობდა,რადგან ჯერ პატარაა და გამოუცდელიო… არც კი ვიცოდი რა მეთქვა,რითი მენუგეშებინა,როცა მითხრა,რომ რაც უკრაინაში ომი დაიწყო პრაქტიკულად არ მიძინიაო მითხრა…(!) მხარზე ხელი დავადე გამომშბიდობენისას და ერთმანეთი გამარჯვებული გვენახოს და შენი ბიჭები ომს რომ მოიგებენ და უკან ჯანმრთელები და უვნებლები დაბრუნდებიან მაგრა დავლიოთქო-ვუთხარი.
ახლა ვზივარ და სულ ამაზე ვფიქრობ….
#დიდებაუკრაინას #დიდებაგმირებს
პ.ს რა მოსატანია და აქ,საქართველოში რა ხდება ამ დროს – მრცხვენია” – წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, კახა ასკურავა.