პარტია ” ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა ამომრჩეველს ქობულეთში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარუდგინა. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად მერვე მოწვევის პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე, ხოლო უმაღლეს საბჭოში ლაშა ვერულიძე იბრძოლებს.
“ქობულეთი გაჩერებულია. არ ფუნქციონირებს არაფერი. ხელისუფლებას 1 წლის განმავლობაში არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რათა შეემსუბუქებინა ქობულეთელების განსაკუთრებით დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. ტურისტული სეზონის ჩავარდნა, ათასობით ოჯახისთვის ქობულეთში კატასტროფული აღმოჩნდა. საბანკო კრედიტების შეღავათები აღარ მოქმედებს და ასეულობით ოჯახი განიცდის საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან ძლიერ ზეწოლას. ისინი არ მიდიან არანაირ დათმობაზე, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ქობულეთი განსაკუთრებით დააზარალა.ამ დროს ხელისუფლება უმოქმედოდაა და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერც კი ხედავს. ხვალიდან , ჩვენს ოფისში ქობულეთში, გაიხსება ხელმოწერები პეტიციაზე ხელისუფლების მისამართით, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება, 2020 წელი გამოცხადდეს ფორსმაჟორულ წლად, შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტები და ჯარიმები სრულიად იქნას ანულირებული და ტურისტული ბიზნესისთვის განკუთვნილი სესხების ვადა გაიზარდოს 1 წლით, სესხის საერთო მოცულობის ზრდის გარეშე. ჩვენ ამავდროულად ვიწყებთ ხელმოწერებს, პეტიციაზე და მოვითხოვთ, საგანგებო ზომების მიღებას მეციტრუსე ფერმერების უმძიმესი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. კერძოდ, ჩვენ მოვითხოვთ, მეორე და მესამე კატეგორიის ციტრუსის მოსავალზე დაწესდეს სუბსიდირება მინიმუმ 30 თეთრის ოდენობით. ისე რომ სუბსიდირებამ მოიცვას 150 -200 ათასამდე ტონის მოსავალი . მეციტრუსეებს ისე სჭირდებათ ხელისუფლების განსაკუთრებული მხარდაჭერა, როგორც მევენახეებს კახეთში” – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
პარტია საბანკო შეღავათების მოთხოვნით პეტიციების შეგროვებას იწყებს.
” უნდა დავასრულოთ არასამართლიანი მართლმსაჯულება და აღვადგინოთ სამართლიანობა, სწორედ ამისთვის ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” მისი მთავარი დანაპირები 8 წლიანი მმართველობის პერიოდში არ აღასრულა. აუცილებლად უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლო სოციალური პოლიტიკა და გადაიხედოს საბანკო რეგულაციები, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს დღეს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქეს, დღეს სწორედ ეს არის ყველა ოჯახის საფიქრალი, როგორ გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში სესხების პროცენტების დაფარვას და როგორ გადაურჩეს გამოსახლებას. მოქალაქეები მხოლოდ არსებობაზე ფიქრობენ. მშრომელები თავიანთ ყოველდღიურ საჭიროებებს არა სესხის, არამედ საკუთარი ხელფასის საფუძველზე უნდა უზრუნველყოფდნენ. უმუშევრობა უნდა იყოს დაზღვეული, ახალი, ინოვაციური საგადასახადო მექანიზმების საფუძველზე, რათა სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანები იყვნენ ფინანსურად დაცულები და არა ისე, როგორც ახლა, კოვიდ 19 -ის პანდემიის პირობებში ჩავარდა. ხელისუფლებამ ისინი შიშმშილისთვის გაწირა და დატოვა მინიმალური, სამარცხვინო 200 ლარის ამარა. სწორედ ამ და სხვა კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მწვავე პრობლემების და გამოწვევების გამო, უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება. საკმარისზე მეტი დრო, 8 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ შეეცვალათ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ. თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ვერ შეძლო და არ გააკეთა, ამიტომ ,უნდა დავასრულოთ და შევცვალოთ არსებული რეალობა” – ასე მიმართა მხარდამჭერებს აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატმა ლაშა ვერულიძემ.