“სიმართლე არაა, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს.
სიმართლე არაა, რომ საქართველო არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს აქვს თავისი სანქციები – ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ გვყავს მოკავშირეები რუსეთში და ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.
ჩვენ განსხვავებული სიტუაცია გვაქვს უმეტეს ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენზე არ ვრცელდება NATO-ს მე-5 მუხლი, ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ, მაგრამ ძალიან სოლიდარულები ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების, – ამბობს ზურაბიშვილი.