“პიონერები ბიძინას სახიანი “ბროშკით”- გამზარდია

ექსპერტი, არჩილ გამზარდია დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ ოპოზიციონერთა მოსალოდნელი დევნის თემას ეხმაურება და წერს:

“პარტიების დაფინანსების შეწყვეტა და რეგისტრაციის გაუქმება რა სახსენებელია, აი, მალე ბარემ ხელფასის შეწყვეტა, წყლის, დენის, გაზის და ა.შ. ასევეცსამსახურების გაუქმება უნდა “დაინიცირდეს” იმ მოქალაქეებისთვის, ვინც “ქართულ ოცნებას” არ ვაძლევთ ხმას. “ქართულ ოცნებაში” შესვლა სავალდებულო უნდა გახდეს მე-11 კლასიდან, მანამდე კი ოქტომბრელები კობახიძის სახიანი “ბროშკით”, პიონერები ბიძინას სახიანი “ბროშკით” და ლურჯი ყელსახვევებით უნდა გახდეს სავალდებულო. კანონპროექტები მე ასეთი მესმის. მიდი, ირაკლი და გიორგი, მიაწექით, თქვენი იმედი მაქვს.”- წერს გამზარდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share