რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტსივცეში ,,კიბერკამარას” სახელით გავრცელდა ბიძინა ივანიშვილისა და ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის სატელეფონო ჩანაწერი, მითითებულია თარიღიც, 2022 წლის 28 თებერვალი.
ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკო დაბადების დღეს ულოცავს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება.
“გქონდეს ჩემი იმედი. იცოდე, რომ გყავარ! ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და შენი ნახელავის მონახულებას” – ეუბნება ივანიშვილს პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი.
მასალის ავთენტიკურობა უცნობია.
წყარო : ტვ პირველი