“ალტ-ინფო“ რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდააა… ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ?” – ხუნდაძე “ალტ-ინფოს”

“ალტ-ინფო” რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდააა, ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ?” – ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში “კონსერვატიულ პარტიას”.

„არ შემიძლია, არ შევეხო ახლადდაფუძნებული „კონსერვატიული პარტიისა“ და მისი ტელევიზიის „ალტ-ინფოს“ ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან – ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში?

საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანი ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ე.ი. ეს პრობლემაა. დღეს ერთობა, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, მტერი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ სადმე სიფრთხილეა საჭირო, უნდა ვიფრთხილოთ, მაგრამ თუ მეტია გასაკეთებელი, მგონია, რომ ეს ასეა. არ უნდა დავაკლოთ“, – ამბობს ხუნდაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share