მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო. ალასანიას თქმით, “ოცნება” სააკაშვილის ციხეში მოკვლას ცდილობს, საზოგადოების მხრიდან კი სათანადო რეაგირება არ ხდება.
ძალიან გული მწყდება, რომ ჩამოვიდა ჩემი შვილი, პირველად ვამბობ. ეს იყო დიდი შეცდომა მისი მხრიდან. რას ნიშნავს, როცა ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება? რა მივიღეთ საბოლოოდ, ეს უნდა მიეღო საზოგადოების მხრიდან?! არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ ამ შეთითხნილ საქმეს. ჰყავთ გამოკეტილი ციხეში და ცდილობენ, რომ მოკლან – ამბობს გიული ალასანია
გიული ალასანია შვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანას ითხოვს. მისი შეფასებით, ციხეში სააკაშვილის მკურნალობა უშედეგო იქნება.
აუცილებელია მისი გაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც აქვთ გამოცდილება ესეთი დაავადების განკურნების ეს უნდა მოხდეს დაუყონებლივ – მიაჩნია გიული ალასანიას.