მეტი რა წავახალისოთ, ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან – კობახიძე ოპოზიციაზე

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე ისაუბრა.

კითხვაზე, პარლამენტში ოპოზიციის შესასვლელად რატომ ვერ მოიძებნა წახალისების სხვა მეთოდი, – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საკმარისი წამახალისებელი ნაბიჯი გადადგა:

„მეტი რა წავახალისოთ, ვეუბნებით, რომ გადავთვლით ყველაფერს და 1% ცდომილება იქნება, რიგგარეშე არჩევნებს ვნიშნავთ. ვეუბნებით, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდება სისტემის კუთხით და საარჩევნო ადმინისტრირების კუთხით. იმდენი რამე დავდეთ ჩვენ მაგიდასთან, რომ მეტი რა წავახალისოთ, ანიმატორებს ვერ მოვუყვანთ მოლაპარაკების მაგიდასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share