“მათი არ არის ეს დაფინანსება, ჩვენი მოპოვებულია, მაგრამ წყალსაც ჭირსაც კობახიძესთან ერთად.”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტვ “ფორმულაში” სტუმრობისას “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული.
“ხვალ რომ ივანიშვილმა დაავალოს ტიტველი გაირბინეო, ტიტველი გაირბენს რუსთაველზე კობახიძე. ამ ადამიანზე სერიოზულად ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ მტერი ამ ქვეყნის არის ივანიშვილი, რომელიც აფორმებს დიქტატურას, მაგრამ ვერ მიაღწევს ვერასდროს. რაც უნდათ ის უქნიათ. მათი არ არის ეს დაფინანსება, ჩვენი მოპოვებულია, მაგრამ ჭირსაც წაუღია, კობახიძესთან ერთად. ვერაფრის მიაღწევს ამით”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მსგავსი სტატიები
- 36
"საბანს ყველა თავისკენ ქაჩავს და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება" პოლიტიკის გამო ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "ქართული ოცნების" მომხრეები ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი სავსებით ლოგიკურია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის თაობაზე კამათობენ თითქმის ყველგან, ზოგჯერ უახლოესი ადამიანებიც…
- 36
აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი გრძელდება და მხარეები ამ ეტაპზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი უარყოფს, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა. მისი შეფასებით, ბრალი შეთხზულია, ხოლო კარტოგრაფების…
- 35
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნამდე, მხარეები წითელ ხაზებზე არ უნდა საუბრობდნენ, „რადგან წითელი ხაზების წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია“. აღნიშნულით ხუხაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია. როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკება ამ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე დათმობს. „ეს…
- 33
ვერანაირი ეკონომიური სარგებელი ვერ გადაფარავს ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესებას. არავინაა მრეწველობის განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ასიოდე მეტრში წყალსადენია, რომელმაც ანასეულის მოსახლეობა სასმელი წყლით უნდა მოამარაგოს და მდინარე, რომელიც ზღვაში ჩაედინება, სადაც ბავშვები ბანაობენ. რატომ გვართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში?-ასეთია იმ ადგილობრივების…