“იქ სხედან ჭკუიდან შეშლილი ბაბუები…ისინი არავის და არაფერს დაინდობენ…უმჯობესია, ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა”-ნავალნი

“ჩვენი ქვეყნის დაშლის მანტრა სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. იქ სხედან ჭკუიდან შეშლილი ბაბუები. ისინი არავის და არაფერს დაინდობენ. რაც მთავარია, მათ ეს ქვეყანა არ ეცოდებათ. მათი სამშობლო – შვეიცარიული ანგარიშია. როგორც უნდა იბრალებდნენ პატრიოტიზმს – ვიცით, რომ ეს მითია. და ჩვენთვის ყველასთვის ეს გრანდიოზული საშიშროებაა. სინამდვილეში, ძალიანაც გასაგებია, რა უნდა ვქნათ. ახლა ყველას ვალია – ვებრძოლოთ ომს. ნათქვამია: ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი. უმჯობესია, ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა, რომელიც ჯოჯოხეთში ეშმაკის კერძად იქცევა”.

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიტყვა მის სასამართლო პროცესზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share