1 აპრილიდან საიტი COUB დაიხურება

ვიდეო ჰოსტინგის გასართობი პორტალი Coub მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიხურება. საიტის ადმინისტრაცია მომხმარებლებს კონტენტის გადმოწერისკენ მოუწოდებს.

“Coub დაიხურება 2022 წლის 1 აპრილს. არ დაგივიყდეთ გადმოწეროთ ყველა თქვენი ვიდეო”. – წერია საიტზე.

Coub რუსული კომპანიაა, რომელიც მიხაილ ტაბუნოვმა და ძმებმა გლადკობოროდოვებმა 2012 წელს დაარსეს. ვიდეოჰოსტინგი შინაარსობრივად კომპანია Twitter-ის მიერ შექმნილ Vine-ს გავდა. 2014 წელს კომპანიამ 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო და მალევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ვიდეო ჰოსტინგი გახდა. 2020 წელს Coub კომპანია კომიტეტმა შეიძინა. 2022 წლის 15 მარტს კომიტეტმა გამოაცხადა, რომ Coub მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიხურება.

tabula.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share