Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სავარაუდო 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს, იმ შემთხვევაში თუ, კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დაეთანხმება შეზღუდვებს მის შეიარაღებულ ძალებზე. ამის შესახებ გამოცემა მოლაპარაკებებში მონაწილე სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
FT-ს ცნობით, შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ორშაბათს პირველად განიხილეს, გულისხმობს, რომ კიევი უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე და პირობას დადებს, რომ არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს და ამის სანაცვლოდ, მიიღებს დაცვის გარანტიებს ან იარაღს მოკავშირეებისგან, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი…
გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმებაზე საუბრობს, უკრაინის ოფიციალური პირები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილი მშვიდობისადმი რუსეთის ერთგულების მიმართ და ღელავენ, რომ ამ შეთანხმებით ძალების გადაჯგუფებისთვისა და შეტევის განახლებისთვის დროს იყიდის.
მთავარი არხი