“ჩვენ უკრაინის ოკუპაციას არ ვგეგმავთ, მსგავსი მიზანი არ გვაქვს” – ამტკიცებს პუტინი და იმ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ისევ სპეცოპერაციას უწოდებს.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ “სპეცოპერაციის” მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის “დაცვაა”.
პუტინი იმასაც ამტკიცებს, რომ მისი გენშტაბის შემუშავებულმა “სპეცოპერაციამ” გაამართლა.
“24 თებერვალს დავასახელე მიზეზი, თუ რატომ დავიწყეთ ოპერაცია უკრაინაში ეს მიზნად დონბასელი ხალხის დაცვას ისახავდა, რომელიც 8 წელი ნაცისტების აგრესიის შედეგად იტანჯებიან. უკრაინის მთავრობას თავიდანვე შევთავაზეთ რომ დონბასიდან თავისი ჯარი გაეყვანათ და სისხლისღვრა აეცილებინათ , თუმცა უარი თქვეს. ნაცისტების ქმედებები ცინიზმის ფარგლებს გასცდა. დამიჯერეთ სიმართლისა და სამართლიანობის წინაშე ყველანი უძლურები ვართ. რუსეთი თავის პოზიციას მთელს მსოფლიოს გააცნობს. რუსული ჯარები უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ასევე კიევის სიახლოვეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინის ოკუპაციას ვგეგმავთ მსგავსი მიზანი არ გვაქვს, ამის შესახებ პირდაპირ არაერთხელ მითქვამს, რაც შეეხება მოქმედებების ტაქტიკას ადა სტრატეგიას, რომელიც ჩვენმა გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა სრულად გაამართლა.” ამბობს პუტინი