გამაფრთხილებელი სიგნალის უწყვეტი ხმა და კვლავ შიშში გათენებული ღამე. ბოლო 24 საათი უკრაინისთვის ისევ მძიმე და სასტიკი იყო. საჰაერო თავდასხმის მთავარი სამიზინე ხარკოვი გახდა, რომელიც ფაქტობრივად ნანგრევებადაა ქცეული. ის რაც საოკუპაციო ძალებს ამ დრომდე გადაურჩა, კვლავ დაიბომბა, ძირითადად დასახლებული კვარტლები და შენობები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს.
უცვლელია რუსეთის არმიის სტრატეგია კიევსა და სხვა ქალაქებშიც. საოკუპაციო ჯარის სისასტიკემ პიკს მიაღწია ქალაქ ჩერნიგოვში, სადაც ცეცხლი გაუხსნეს პურის რიგში მყოფ მოქალაქეებს. დაღუპულია 10 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობამ სხვა და სხვა ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად რამდენიმე ათეულს გადააჭრაბა.
რუსეთი კი, ომის პარალელურად, პროვოკაციებს არც დიპლომატიურ ფრონტზე ერიდება. სერგეი ლავროვის თქმით, მოლაპარაკებებზე მხარეები კომპრომისზე წასვლისთვის მზად არიან და ეს დათმობა უკრაინის ნეიტრალიტეტსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს.
მთავარი არხი