-მთავარია ცოცხალი ხარ…
ზელენსკი ტყვეობიდან გამოხსნილ მელიტოპოლის მერს ესაუბრა.
-მიხარია შენი ხმის გაგონება, ივან.
-მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რომ არ მიმატოვეთ.
-რას ამბობ, ჩვენ ჩვენიანებს გასაჭირში არ ვტოვებთ.
-2 დღე მჭირდება ძალების აღსადგენად და მზად ვარ ნებისმიერი საქმისთვის, რათა გამარჯვების დღე დადგეს მალე.
-ივან, ძალიან გვიხარია, რომ ისევ ჩვენთან ხარ, ყველაფერში ჩემი იმედი გქონდეს. მთავარია ცოცხალი ხარ. სხვებსაც ერთად დავიხსნით.