ანტისხეულები აღმოაჩნდათ ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები – კვლევა

ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ. ინფორმაციას ამის შეახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„სამეანო და გინეკოლოგიური კვლევითი ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ანტისხეულების რაოდენობა ახალშობილებში სხვადასხვაგვარი იყო. იმ ჩვილებს, რომლების დედებიც კოვიდ 19-ით მაშინ იყვნენ ინფიცირებულები, როდესაც მშობიარობამდე შედარებით ნაკლები დრო იყო დარჩენილი, უფრო მეტი ანტისხეულები ჰქონდათ.

კვლევის დასრულებამდე ხუთმა ორსულმა იმშობიარა და ხუთივეს შვილი ანტისხეულებით დაიბადა.

როგორც გამოცემა წერს,  იმის დასადგენად, მცირდება თუ არა ანტისხეულების რაოდენობა ჩვილის ზრდასთან ერთად, დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share